დედაქალაქში აკუსტიკურ ხმაურზე დაწესებული სანქციები მკაცრდება. მიზეზი რამდენიმე წლის წინ მიღებული კანონის არაეფექტურობა გახდა. კანონპროექტში მითითებულია ის ჯარიმები, რომლებიც სამართალდამრღვევ კერძო თუ იურიდიულ პირს დაეკისრება. რამდენად იმუშავებს გამკაცრებული კანონი და როგორი დამოკიდებულება აქვს საზოგადეობას ამას ლუკა ცხვედიანის სიუჟეტიდან გაიგებთ.