შოვში მომხდარ ტრაგედიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხმა დღევანდელ ბიუროს სხდომაზე ხმაური გამოიწვია. კამათი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსა და ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინათინ ბოკუცავას შორის მოხდა, თუმცა ამის მიუხედავად განსახილველ საკითხთა ნუსხაში შოვში მომხდარ ტრაგედიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი მაინც მოხვდა. ამის პარალელურად პარტია საქართველოსთვის წევრები ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას პოლიტიკური ქულების დაწერაში ადანაშაულებენ და აცხადებენ რომ პოლიტიკურ ფარსში მონაწილეობას არ მიიღებენ. რა ხდებოდა დღევანდელ ბიუროს სხდომაზე და რა განცხადებებს აკეთებენ მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები?