ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ტექნიკურად ვერ შესრულდება, რადგან ოპოზიციიის არცერთი წევრი ქართული ოცნების ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს, მათ კი 100 ხმის აგროვება არ შეუძლიათ. ოპოზიციის განმარტებით, იმპიჩმენტის მთავარი მიზანია - ევროპული კურსის საბოტაჟი. პრემიერ მინისტრის განმარტებით კი სალომე ზურაბიშვილმა განზრახ დაარღვია კონსტიტუცია და მთავრობის უარის მიუხედავად ევროპაში მაინც გაემგზავრა. პრემიერის პოზიციას იზიარებს პარლამენტის თავმჯდომარეც.