საქართველოში 2014 წლიდან 2023 წლის ჩათვლით 1 537 საინვესტიციო და 21 197 მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა გაიცა. ცნობისათვის, კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის უფლებას იღებს ის უცხოელი, რომელიც ქვეყანაში 300 000 დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. აღნიშნული ნორმა ქვეყანაში 2019 წლიდან მოქმედებს, მანამდე კი ამ ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო იყო 300 000 ლარის ინვესტიცია. ამასთან, 2019 წლიდან აღნიშნული ნებართვის გაცემა შესაძლებელია მაშინაც, თუ პირი საქართველოში ფლობს საკუთრებას უძრავ ნივთზე, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 300 000 დოლარის ეკვივალენტს ლარში.