1. მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 15.2 პროცენტით გაიზარდა და 48 მილიარდი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. ამასთან, მე-2 კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 737.7 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 6.1 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 57.1 პროცენტი კაცია, დანარჩენი კი ქალი. აღსანიშნია, რომ მე-2 კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი თითქმის 1 915 ლარს გაუტოლდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 289 ლარით არის გაზრდილი.