საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ისრაელის ქნესეტის თავმჯდომარე ამირ ოჰანას შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე, ასევე, ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურისა და უსაფრთხოების მიმართულებებით.