ბრიტანული მედიის ცნობით, სუდანის დედაქალაქ ხართუმში თავდასხმებს 25 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. შაბათს, ქალაქის სამხრეთ ნაწილში საჰაერო თავდასხმის შედეგად მინიმუმ 20 ადამიანი დაიღუპა, კვირას კი დაბომბვას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სუდანის ჯარსა და გასამხედროებულ ძალებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. არსებული მონაცემებით, დღემდე კონფლიქტის შედეგად 5 000-მდე ადამიანია დაღუპული.