ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი ნაპოლის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს კვლავ არ ხვდება. იტალიური ელიტური გამოცემა კორეირე დელო სპორტი მათ შორის არსებულ გაუგებრობაზე წერს და განმარტავს, რომ ჯუღელი დიდი ხანია ნეაპოლშია და ის ადგილობრივი გუნდის სამივე მატჩს დაესწრო, მეტიც ის იმავე სასტუმროში იყო, სადაც აურელიო დე ლაურენტისი, მაგრამ ის გუნდის პრეზიდენტს კვალვ არ შეხვდა.
ამავდროულად გამოცემა წერს, რომ ჯუღელი უკვე დაუკავშირდა და შეხცდა ნაპოლის სკაუტინგის ხელძღვანელს მაურიციო მიკელის, თუმცა ვერც ამ შემთხვევაშ მოხდა შეთანხმება. საქმე იმაშია, რომ ორივე მხარეს კონტრაქტის გახანგრძლივება სურს, უკეთესი პირობებით, თუმცა კვარაცხელიას გარემოცვის ინფორმაციით, ამჟამად ხვიჩას ხელფასი 1.4 მილიონი ევროა და ისინი განახლებულ კონტრაქტში ხელფასს 5 მილიონ ევროს ითხოვენ. მაგრამ ნაპოლის გასული წლის სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელისთვის 2.5 მიონ ევროზე მეტის მიცემა არ სურს, მიზეზად კი კვარაცხელიას უგოლო სერია სახელდება. ამჟამად კვარა და მამუკა ჯუღელი საქართველოში გამოემგზავნენ, სადაც ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას. დიდი ალბათობით მოლაპარაკება სწორედ სანაკრებო პაუზის შემდეგ განახლდება.