გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მკვლელობა მოხდა. 89 წლის კაცმა 35 წლის მეზობელს სანადირო თოფიდან ესროლა. მოკლულია ბექა ჯანიაშვილი.
ადგილობრივების ინფორმაციით, პენსიონერ მეზობელს და ჯანიაშვილს კონფლიქტი წლების განმავლობაში, მიწის ნაკვეთის გამო ჰქონდათ, შემთხვევამდეც მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება სწორედ ამ მიზეზით დაიწყო.
„სროლის ხმა გავიგე. ბექასკენ გავიქეცი, მაგრამ უკვე უკონტაქტო იყო. მიწის გამო მომიკლა შვილი. სახელმწიფო ტერიტორია იყო, საერთო გზა გადიოდა ჩვენს ნაკვეთებს შორის“, - განაცხადა მოკლულის მამამ.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.