უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დეპუტატებს მოუწოდა, რომ მხარი დაუჭირონ კანონპროექტებს, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად არის საჭირო. მისივე თქმით, უკრაინას ევროკომისიისგან შვიდი კონკრეტული რეკომენდაცია აქვს, მათი ნაწილი განხორციელდა, ნაწილზე კი დროული და ეფექტური მუშაობა არის აუცილებელი. მანვე აღნიშნა, რომ საფრანგეთი უკრაინელი პილოტების წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას.