აჭარაში „აფხაზური კულტურის ცენტრის“ გახსნა იგეგმება. არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთობა ხვალისთვის“ და როლანდ აჟიბას ინიციატივით მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას არასამთავრობო სექტორის ხელმძღვანელები, აჭარაში მცხოვრები ეთნიკური აფხაზები და იდეის მხარდამჭერები ესწრებოდნენ. „აფხაზური კულტურის ცენტრის“ მიზანია აფხაზური ენისა და კულტურის პოპულარიზაცია, ასევე, ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენა.