საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, თენგიზ ნასარიძე კახეთის რეგიონში, მხარის რწმუნებულთან, გიორგი ალადაშვილთან ერთად, სტიქიის შედეგებს რამდენიმე მუნიციპალიტეტის სოფლებში გაეცნო. თენგიზ ნასარიძემ მევენახეებთან საუბრისას ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მზადყოფნას დაზიანებული ყურძნის მიღებისა და ჩაბარების კუთხით. მისივე ინფორმაციით, ვენახები სხვადასხვა ხარისხითაა დაზიანებული. დღეს დასრულდება ანალიზი იმის დაგადგენად, თუ რომელ მუნიციპალიტეტში რა ფართობი არის დაზიანებული.