დაიწყებს თუ არა საქართველოს პარლამენტი შოვში მომხდარი ტრაგედიის გამოძიებას - „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის ბიუროს მათ მიერ მომზადებული დადგენილების პროექტს დღევანდელ სხდომაზე წარუდგენს. ინიციატივის თანახმად, კომისიამ შოვში მომხდარ სტიქიურ მოვლენაზე რეაგირება და ცალკეული სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირთა ქმედებების კანონიერება უნდა შეისწავლოს. ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ კომისიის შექმნა აუცილებელია, რადგან ოცნების გუნდი პასუხისმგებელი პირებისთვის ხელის დაფარებას ცდილობს. „ქართული ოცნება“ კი საგამოძიებო კომისიის შექმნას ეწინააღმდეგება. მათი თქმით, ოპოზიცია მსგავს ტრაგედიებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის ხმა სჭირდება.