უკრაინაში, 24 აგვისტოს დაღუპულ ქართველ მებრძოლს, ნიკოლოზ ახვლედიანს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდი ძველი თბილისის წმინდა სამების ტაძარში გაიმართა, სადაც მებრძოლის ოჯახის წევრები, ქართველი და უკრაინელი მეგობრები იმყოფებოდნენ. ნიკოლოზ ახვლედიანი უკრაინაში ომის დაწყების დღიდან იბრძოდა.