სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, უსაფრთხოების სფეროში მხოლოდ ერთ ქვეყანაზე სრულად დამოკიდებულება სტრატეგიული შეცდომაა. ფაშინიანი ამბობს, რომ სომხეთის უსაფრთხოების არქიტექტურა მთლიანად იყო დაკავშირებული რუსეთთან, მათ შორის იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის კუთხითაც. თუმცა, დღეს, როცა თავად რუსეთს სჭირდება იარაღი და საბრძოლო მასალა, ცხადია, რომ რუსეთის ფედერაცია სურვილის შემთხვევაშიც ვერ დააკმაყოფილებდა სომხეთის უსაფრთხოების საჭიროებებს. მისი თქმით, ერევანმა უსაფრთხოების პოლიტიკის დივერსიფიკაციის მცდელობები დაიწყო.