თელ-ავივში ერიტრეის მთავრობის დიქტატურის მხარდამჭერებს, მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა, რომლის შედეგად 160-მდე ადამიანი დაშავდა. დაპირისპირება პოლიციასა და ერიტრეის რეჟიმის ოპონენტებს შორის ერიტრეის მთავრობის მიერ ორგანიზებული ღონისძიების ადგილას მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, პროტესტანტებმა კორდონი გაარღვიეს და დარბევა დაიწყეს, რის შემდეგაც პოლიციელებმა შუქ-ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. ბოლო მონაცემებით, დაჭრილია 160-მდე ადამიანი, მათ შორის 30 პოლიციელი. შეგახსენებთ, რომ თელ-ავივში ერიტრეის საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიება ეთიოპიისგან ქვეყნის დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავს ეძღვნებოდა. ამჟამად ისრაელში ერიტრეის 25 ათასამდე მოქალაქე ცხოვრობს და მათი უმრავლესობა ერიტრეის დღევანდელი მთავრობისა და მისი პრეზიდენტის ისაიას აფევერკის პოლიტიკით უკმაყოფილებას გამოთქვამს.