„ევროპული მომავლის საბოტაჟირება“ - ასე ეხმაურება ოპოზიციური სპექტრი ქართული ოცნების მიერ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის დაწყების პროცესს. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტზე შეტევით ოცნების გუნდი რუსულ დავალებას ასრულებს, რაც ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მიღების შანსებს უმცირებს. ოპოზიციის ნაწილი უკვე ხაზგასმით ამბობს, რომ იმპიჩმენმტის განხილვის პროცესში ჩართვას არ აპირებენ.