ქართული ოცნება იმპიჩმენტისთვის საჭირო ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. იმისათვის რომ საპარლამენტო უმრავლესობამ იმპიჩმენტის მოთხოვნთ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს, მინიმუმ 50 დეპუტატის ხელმოწერაა საჭირო. იმპიჩმენტის პროცედურაზე მსჯელობას სახელისუფლებო გუნდი 4 სექტქმებრის უმრავლესობის სხდომაზე აპირებს. მათი განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, ამას კი მათი მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის დარღვევის დადგენის შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტისთვის საქართველოს პარლამენტს 100 ხმა დასჭირდება.