კახეთში სეტყვისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. სტიქიის შედეგად დაზარალდა 4 მუნიციპალიტეტი, მათ შორის ყველაზე მძიმე მდგომარეობა ახმეტის სოფლებშია. ადგილობრივების განცხადებით, სტიქიამ ნაწილობრივ ან სრულად გაანადგურა მოსავალი, რომელიც გლეხებს 1 კვირაში უნდა მიეღოთ. გარდა სასოფლო სამეურნეო სავარგულების, ქარმა სახლები დააზიანა. გადახდილია სახურავები, მოგლეჯილია ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები. სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება. სამინისტროში აცხადაბენ, რომ სახელმწიფო საწარმო მზადაა, სეტყვით დაზიანებულ 1 კილოგრამ ყურძენში 0.90 ლარი გადაუხადოს.