ნობელის ფონდმა რუსეთის, ბელარუსის და ირანის ელჩებს მიწვევა, ნობელის პრემიის ცერემონიალზე, გააუქმა . ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ფონდის გადაწყვეტილებამ, ცერემონიაზე მიიწვიოს ყველა იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელთა დიპლომატიური მისიები წარმოდგენილია შვედეთსა და ნორვეგიაში, გამოიწვია საზოგადოების მწვავე რეაქცია. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა სამი ქვეყნის ელჩების მიწვევის გაუქმების გადაწყვეტილებას, ჰუმანიზმის გამარჯვება უწოდა.