ოპოზიციური სპექტრი იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყების უკან რუსულ კვალს ხედავს. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ამ ნაბიჯით სახელისუფლებო გუნდი ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის საბოტაჟირებასა და სტატუსის მიღების ჩაგდებას ცდილობს. ოპოზიციიის ნაწილი დარწმუნებულია, რომ ზურაბიშვილის წინააღმდეგ დაწყებული პროცესი ყურადღების მეორეხარისხოვან თემებზე გადატანას ემსახურება.