კახეთის პოლიციამ ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისთვის 1 პირი გამოავლინა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა შედეგად, მიმდინარე წლის 30 მარტს, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი 1 პირი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა. ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, რევოლვერი და 5 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკავშირდებოდა საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“, აქტიურად მონაწილეობდა პირადი კონფლიქტებისა თუ ფინანსური დავების „ქურდული წესით“ გადაწყვეტაში. საქმეზე ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დაკავებულს ბრალი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წარედგინა.