უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინის პარტნიორებს ესმით, რომ კონტრშეტევა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს. ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, კონტრშეტევის ტემპის კრიტიკოსებმა მებრძოლ უკრაინელ ჯარისკაცებზე და მათ სიცოცხლეზე უნდა იფიქრონ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინის პარტნიორებს, მათ შორის აშშ-ს, ესმით, რომ პროცესები სწორი მიმართულებით მიდის.