უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში ჩავა და 20 სექტემბერს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. მსოფლიო ლიდერები ნიუ-იორკში 18 სექტემბრიდან შეიკრიბებიან გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად. უკრაინასთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა კი 20 სექტემბერს გაიმართება. დაგეგმილია ვოლოდიმირ ზელენკის სიტყვით მიმართვაც.