ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხელმძღვანელებმა 2024 წლის არჩევნებისთვის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე 2024 წლის არჩევნებისთვის არსებული გამოწვევებისა და მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ ისაუბრეს. ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, აქცენტი რისკების პრევენციაზე გაკეთდა, იმისათვის, რომ არჩევნების დღეს როგორც საარჩევნო უბნებს, ისე საარჩევნო ტექნოლოგიებს ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდოს.