საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა გუნდი „ძლიერთა თამაშებისთვის“ აქტიურად ემზადება. სამხედროები სპორტის სხვადასხვა სახეობაში ვარჯიშობენ. ძლიერთა თამაშები“ წელს 7-17 სექტემბერს გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფში გაიმართება და მასში საქართველო 20 პარა-სპორტსმენით მიიღებს მონაწილეობას. დაჭრილი სამხედროები, 22 ქვეყნის 500 დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებთან ერთად, 2 გუნდურ და 6 ინდივიდუალურ სპორტის სახეობაში ისაპარეზებენ.