გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ქვემო ქართლში, ჰაერდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები 8 კომპანიაში გამოავლინა. დარღვევები გამოვლინდა ისეთ საწარმოებში, რომლებიც მეორადი ზეთებისა და სახიფათო ნარჩენების აღდგენა-გადამუშავების მიმართულებით ახორციელებენ საქმიანობას. 2 ობიექტს საქმიანობის განხორციელების უფლება დარღვევების გამოსწორებამდე შეუჩერდა. ხოლო 6 ობიექტის მიმართ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ შედგა ოქმები.