საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული შესაძლებლობაა, რომელიც ხელიდან არ უნდა იქნას გაშვებული, - ამის შესახებ მიშელი - ზურაბიშვილის შეხვედრის შემდეგ ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია. ტექსტში აღნიშნულია, რომ ევროპული საბჭოს მიერ განსაკუთრებით დაფასდა ევროკავშირი-საქართველოს დღის წესრიგზე მისი ძლიერი პოლიტიკური ფოკუსი და მისი როლი საკანონმდებლო განხილვებში, პიროვნების შეწყალების უფლების გამოყენებაში, რამაც ხელი შეუწყო დეპოლარიზაციას. სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს ევროპული ტურნეს ფარგლებში შეხვდა.