უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, 30 აგვისტოს ფსკოვში, რუსულ სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავ ილ-76-ზე თავდასხმა რუსეთის ტერიტორიიდან განხორციელდა. ბუდანოვს დეტალებზე კომენტარი არ გაუკეთებია. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელს არ დაუკონკრეტებია, ფსკოვზე თავდასხმა უკრაინულმა დაზვერვამ განახორციელა თუ პარტიზანებმა.