მრავალეროვნული საერთაშორისო სამხედრო სწავლება ეჯაილ Spirit 2023 ვაზიანის მე-11 პოლიგონზე ოფიციალურად დასრულდა. სწავლების დახურვის ღონისძიებაზე მონაწილეებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მიმართა. სწავლების ოფიციალურ დახურვამდე ვაზიანის მე-11 პოლიგონზე ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება საბრძოლო სროლებით ჩატარდა. განხორციელდა რეიდის, ბლოკირებისა და კონტრშეტევის ოპერაციები. საჩვენებელ სწავლებაში თავდაცვის ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონთან ერთად, აშშ-ის ეროვნული გვარდიის, საზღვაო ქვეითების საინჟინრო, ასევე, რუმინეთისა და მოლდოვის ქვეითთა ოცეულები მონაწილეობდნენ.