ცესკო ამომრჩევლებს სიაში თავის გადამოწმებისკენ მოუწოდებს. როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე ზუსტად 1 თვე დარჩა. გორის, კასპისა და გურჯაანის საარჩევნო ოლქებში საუბნო საარჩევნო კომისიებმა მუშაობა უკვე დაიწყეს. ერთ-ერთი პირველი საქმიანობა, რომელსაც ისინი განახორციელებენ, ამომრჩეველთა ინფორმირებაა. საუბნო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ამომრჩევლის ბარათთან ერთად საინფორმაციო ფლაერებს დაარიგებენ და ამომრჩევლებს ინფორმაციას ხმის მიცემის პროცედურებზე მიაწვდიან