ანტიკორუფციული ბიუროს მანდატის გაფართოვებას ოპოზიციისა და მმართველი პარტიის დაპირისპირება მოჰყვა. დღეიდან, ბიუროს საქმიანობას ორი მიმართულება ემატება: თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობისა და პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის დისკრედიტაციას ემსახურება და ე.წ რუსული კანონის ალტერნატივაა. რა განცხადებებს აკეთებენ ოპოზიციაში და როგორ პასუხობს ხელისუფლება ოპონენტების ბრალდებებს?