ქართული ოცნება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. ხელისუფლების წარმომადგენლები გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობაზე საუბრობენ. მათი ოპონენტები კი იმპიჩმენტის აუცილებლობას ვერ ხედავენ და მმართველ გუნდს გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ.