ჯორჯიის შტატში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების საქმეზე დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი ფულტონის ოლქში YouTube-ზე, პირდაპირ ეთერში გადაიცემა. პროცესის გაშუქება ტელევიზიისთვისა და რადიოსთვისაც დაშვებული იქნება. დონალდ ტრამპი იმ 19 ადამიანს შორისაა, რომლებსაც ბრალი აშშ-ის შტატის 2020 წლის კენჭისყრის შედეგების გაუქმების მცდელობაში ედებათ. ყოფილი პრეზიდენტი, მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.