სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ორი სომეხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა. დაპირისპირება სოტკის სექტორში მოხდა. მანამდე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხური დრონით თავდასხმის შედეგად სამი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიჭრა. აზერბაიჯანული მხარის თქმით, სომხებმა შეტევები ქელბაჯარისა და ვარდენისის რაიონებში განახორციელეს.