საგამოძიებო სამსახურის მიერ დღგ-ს ყალბი აქტივის შექმნა-გამოყენების ფაქტზე მხილებულია შვიდი პირი. ბრალდებულებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გაწერეს, რაც შემდგომ მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად გამოიყენეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს