მონაკოში გამართულ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა ქართველი გულშემატკივრებისთვის საკმაოდ საინტერესოდ დასრულდა. 30 აგვისტოს პლეი ოფის დასრულების შემდეგ ჩემპიონთა ლიგის 2023/2024 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მონაწილე ყველა გუნდის ვინაობა გაირკვა.
ეს სეზონი განსაკუთრებულია ფეხბურთის ქართველი ფანებისთვის - ლიგაზე ასპარეზობის შანსი ერთბაშად 4 ქართველს ექნება: ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლის შემადგენლობაში (ნაპოლი), დავით ხოჭოლავას კოპენჰაგენის რიგებში, ხოლო გიორგი გოჩოლეიშვილი და ირაკლი აზაროვი შახტარის შემადგენლობაში გამოვლენ.
ხვიჩა კვარაცხელიას ჯგუფში მადრიდის რეალთან მოუწევს თამაში, კლუბთან, რომელსაც კვარა ბავშვობიდან გულშემატკივრობს. რეალის გარდა ჯგუფში ასევე მოხვდნენ ბრაგა და უნიონ ბერლინი. შახტარტის ქართველები, სადაც აზაროვი და გოჩოლეიშვილი გამოდიან ბარსელონასთან შეხვედრა მოუწევთ, ესპანური გუნდის გარდა ჯგუფშია პორტუ და ანტვერპენი. რაც შეეხება ხოჭოლავას - მის გუნდს ჯგუფში ორი გრანდი ჰყავს მეტოქედ: ბაიერნი და მანჩესტერ იუნაიტედი. ხოლო ჯგუფში მეოთხე გუნდი გალათასარაია. ჯერ-ჯერობით უცნობია მოასწრებს თუ არა ხოჭოლავა გამოჯანმრთელებას, მან 3 თვის წინ მუხლის ჯვარედინა მყესების ოპერაცია გაიკეთა.