ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. გენშტაბის ცნობით, გასულ 24 საათში, რუსულმა ძალებმა უკრაინაზე 1 სარაკეტო, 44 საჰაერო, 70 დარტყმა კი ზალური სისტემებიდან მიიტანა. ოკუპანტების თავდასხმების შედეგად დაღუპული და დაშავებულია მშვიდობიანი მოსახლეობა. საცხოვრებელი კორსპუსები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა კი განადგურებულია. განსაკუთრებით მძიმე ბრძოლები ლიმანისა და ბახმუტის მიმართულებებზე მიმდინარეობს. უწყების ცნობით, დიდია მტრის დანაკარგებიც. უკრაინული თავდაცვა რუსების ცოცხალი ძალისა და იარაღის კონცენტრაციის უბნებზე შეტევებს წარმატებით აგრძელებს.