უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილი შეხვედრა შავი ზღვის ინიციატივის აღდგენის ბოლო შანსი იქნება. ამასთან, მინისტრის განცხადებით, პარალელურად უკრაინა ალტერნატიული საზღვაო გზის განვითარებისთვის მუშაობას განაგრძობს.