მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციას უხეშად არღვევს. კობახიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის ქმედებებს ისინი რეაგირების გარეშე არ დატოვებენ. რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესაძლებლობას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ იმპიჩმენტს 100 ხმა სჭირდება, სალომე ზურაბიშვილს კი ოპოზიციის მხარდაჭერის იმედი აქვს.