აშშ-ს კონგრესი ახალ მოხსენებას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც რუსეთმა მილიონობით ტონა უკრაინული მარცვლეული მიითვისა. ამერიკის დაზვერვის მონაცემებზე დაფუძნებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა 2022 წლის მოსავლიდან, დაახლოებით, 6 მილიონი ტონა უკრაინული მარცვლეული მიითვისა. უკრაინაში მოპარულ მარცვლეულს კრემლი სირიასა და გვალვისგან დაზარალებულ აფრიკის ქვეყნებს აწვდის.