დაპირისპირების ახალი ტალღა ნაციონალურ მოძრაობაში,თელავის საკრებულოს წევრმა პარტია დატოვა.იმედა კევლიშვილი ლევან ხაბეიშვილს რეპრესიებში ადანაშაულებს. პარტიის სტაჟიანი წევრი ამბობს,რომ ხაბეიშვილის გუნდს არც საჯარო ღონისძიებებზე და არც შიდაპარტიულ ღონისძიებებზე მიუწვევია,რადგან ნიკა მელიას უპირობოდ უჭერდა მხარს. ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში ახალ დაპირისპირებას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატატი გურამ მაჭარაშვილი პარტიის პრაქტიკულ დაშლად მოიაზრებს. ოპოზიციონერი დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე კი პარტიის დატოვებაში პრობლემას ვერ ხედავს.