გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 15 და 19 აგვისტოს შავი ზღვის წყლის ხარისხის მორიგი მონიტორინგი განახორციელა. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია. გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებდა.