ნატოს გენერალური მდივანი, უკრაინის კონტრშეტევასთან დაკავშირებით მორიგ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, ეს რთული ბრძოლაა, თუმცა უკრაინულ ჯარს დიდი მიღწევები აქვს. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინელების ნდობა აუცილებელია. მანვე ხაზი გაუსვა, რომ ნატო-ს მოკავშირეები უკრაინას უპრეცედენტო სამხედრო დახმარებას აძლევენ, მაგრამ საკვანძო გადაწყვეტილებები თავად უკრაინელებზეა დამოკიდებული.