შოვში სამძებრო ოპერაცია ისევ გრძელდება. მაშველები 2 დაკარგულ არასრულწლოვანს ეძებენ. სამუშაოები სტიქიის ზონაში, მდინარე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში მიმდინარეობს. სტიქიის შედეგად გარდაცვლილი 31 ადამიანის ცხედარი ნაპოვნია, ყველა მათგანი იდენტიფიცირებულია.