უკრაინის რადამ დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, საომარი მდგომარეობის დროს კორუფცია სახელმწიფო ღალატის ტოლფასია. ინიციატივის ავტორი სახალხო დეპუტატი დიმიტრი რაზუმკოვი და რადაში მისი გაერთიანებაა. ახალი კანონპროექტი კორუფციისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ან ქონების კონფისკაციით სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს. დეპუტატის განმარტებით, საქმეებს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ნაცვლად, ქვეყნის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო, პროკურატურა და უმაღლესი სასამართლო გამოიძიებს.