საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვრის ინიციატივით მასწავლებლის ეროვნული დღე დაწესდა. მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება. ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემათ მასწავლებლის ეროვნული პრემია, სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით.