გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ სტიქიის შესახებ წინასწარი შეტყობინების სისტემებზე მედიასთან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისუაბრა. მისი თქმით, 2018 წლიდან გაეროს განვითარების ფონდთან ერთად შეძენილია 150-ზე მეტი მონიტორინგის სადგური, რომლის ნაწილი უკვე დამონტაჟებულია და პროცესი გრძელდება. ასევე, მინისტრის განცხადებით, შეძენილია თანამედროვე ორი რადარი და მომზადებულია რუკები, რომელიც საფრთხეებს ასახავს.