უხვი ნალექის შედეგად პარალიზებული დედაქალაქი და დაზარალებული მოქალაქეები,- თბილისში მთელი დღის განმავლობაში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიდნენ. წვიმამ განსაკუთრებით გლდანის რაიონი დააზარალა, სადაც ათობით მაღაზია დაიტბორა. ძლიერი წვიმის შედეგად თბილისში გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრა ქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე. რა პასუხი აქვს დედაქალაქის მერს და რას აცხადებენ სტიქიის შედეგად დაზარალებულები?