გერმანიის კოალიციურმა მთავრობამ შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ შეთავაზებული კანონპროექტი დაამტკიცა და საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოდან და მოლდოვადან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა აპლიკაციები უფრო სწრაფად განიხილება და უარყოფილ აპლიკანტთა დეპორტაციაც უფრო სწრაფად მოხდება. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2022 და 2023 წლის პირველ ნახევარში აღნიშნული ქვეყნებიდან თავშესაფრის მაძიებელთა აპლიკაციების 99.9% უარყოფილ იქნა. ჯამში, 2022 წელს გერმანიაში თავშესაფარს ეძებდა საქართველოს 8,865 მოქალაქე და მოლდოვის 5,218 მოქალაქე